„კონფლიქტი სტადიონზე ფეხბურთის თამაშისას დაიწყო...“ - ახალი დეტალები 15 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე

მკვლელობა

ზუგდიდში 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა. თვითმხილველების განცხადებით, ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი და შელაპარაკება საღამოს რვა საათზე ქალაქის ცენტრში, მესხიას ქუჩაზე მდებარე სტადიონზე ფეხბურთის თამაშისას დაიწყო.

რამდენიმეწუთიანი ჩხუბის შემდეგ ახალგაზრდები დაიშალნენ, მაგრამ კამათის ერთ-ერთი მონაწილე მალე უკან მძიმედ დაჭრილი დაბრუნდა და შველა ითხოვა.

დანით დაჭრილმა მოზარდმა გონება მალევე დაკარგა და როგორც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, ის კლინიკაში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით დაკავებულია 2 ახალგაზრდა, სავარაუდოდ, აქედან ერთ-ერთი მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.