ინდონეზიაში კლდის მხატვრობის უძველესი ნიმუში აღმოაჩინეს

კლდის მხატვრობის უძველესი ნიმუში

ინდონეზიაში, კუნძულ სულავესის ერთ-ერთ გამოქვაბულში კლდის მხატვრობის უძველესი ნიმუში აღმოაჩინეს.

გამოცემის ინფორმაციით, კარამპანის მთის გამოქვაბულებში ნაპოვნი გამოსახულების ასაკი 51 200 წელს შეადგენს, რაც 5 ათასი წლით მეტია, ვიდრე წინა რეკორდი. კლდეზე გამოსახულია ტახი და 3 ადამიანის მსგავსი ფიგურა.

სპეციალისტების თქმით, ეს ნახატი ამტკიცებს, რომ ადამიანებში კრეატიული აზროვნების უნარმა იმაზე ადრე გაიღვიძა, ვიდრე მეცნიერებს აქამდე ეგონათ.

„სავარაუდოდ ადამიანები ისტორიებს უფრო დიდხანს ჰყვებოდნენ, მაგრამ სიტყვები ჩვენამდე ვერ მოვიდოდა. ამიტომ შეგვიძლია მხოლოდ ხელოვნების სცენებს დავეყრდნოთ - სულავესის ხელოვნება ახლა არქეოლოგიისთვის ცნობილი უძველესი ასეთი მტკიცებულებაა“, - აღნიშნა გამოქვაბულში მომუშავე მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელმა ადჰი აგუს ოკტავიანამ.