5 ცალი დაფნის ფოთოლი, შეკარით წითელი ძაფით... - თუ ფიქრობთ ვიღაცამ გაგთვალათ, ეს წაიკითხეთ
1742878427
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფში სომხეთის ნაკრებთან საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ქართველმა ვარსკვლავმა როგორც მომავალ მატჩზე, ისე „პარი სენ-ჟერმენში“ თავის ადაპტაციაზე ისაუბრა.
„სომხეთში 3:0-ის მოგება ადვილი არ არის. მიქაუტაძე სტადიონიდან რომ გადიოდა, ვეჩხუბე, ბომბარდირებში როგორ გამასწარი-მეთქი – ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, ისე კი ძმებივით ვართ, გოლები ორივეს საქართველოსთვის გაგვაქვს. მხითარიანთან არ მისაუბრია, მაგრამ ვიცი, რომ სომხეთის ნაკრები კარგი გუნდია, ვითარდება და მომავალში უფრო მაღალ დონეზე ითამაშებს.
ჩემ ძმას (თორნიკეს) რაც შეეხება, ვითამაშებთ თუ არა ორივე ერთად ნაკრებში? მას ვუსურვებ, რომ ბევრი იშრომოს და სასურველ მიზანს აუცილებლად მიაღწევს. პსჟ-ში ბედნიერი ვარ, თავს კარგად ვგრძნობ, გუნდში კარგი გარემოა, ეს კი მოედანზეც მეხმარება.
პარიზში თამაშის შემდეგ მაქვს თუ არა კვირის მატჩისთვის მოტივაცია? საბერძნეთთან ისტორიული მატჩის შემდეგ „დინამო არენაზე“ არ გვითამაშია და აქ გამოსვლა ყოველთვის დიდი მოტივაციაა. მადლობას გადავუხდი იტალიას, იქ კარგად მიმიღეს და კარგი სამი წელიწადიც გავატარე. ნაკრებში ბევრი მოთამაშეა ტოპ 5 ლიგიდან და დროა საჭირო, რომ ჩვენგან კიდევ ბევრი მოთამაშე მიიწვიონ. შესაძლოა, ახლა ტალანტებით არგენტინისავით მდიდრები არ ვართ, მაგრამ ბევრი ლეგენდა გვყავს და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გვეყოლებიან“, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ერევანში, სომხეთის ნაკრები 3:0 დაამარცხა, რითაც პრაქტიკულად გაინაღდა ერთა ლიგის B დივიზიონში დარჩენა და საპასუხო შეხვედრა ფორმალობად აქცია. ეს ნაკრებები ისტორიაში სულ 8-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს, საიდანაც 4 მატჩი საქართველომ მოიგო, 2 სომხეთმა, ხოლო ორჯერაც ფრე დაფიქსირდა.
საქართველო-სომხეთის მატჩი 23 მარტს, "დინამო არენაზე", 18:00 საათზე გაიმართება.