1781384192
დიანა დევისი და გლებ სმოლკინი დღეს ოლიმპიადაზე რიტმულ ცეკვას შეასრულებენ
გუნდური ტურნირის შემდეგ, დღეს ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ინდივიდუალური შეჯიბრებები იწყება.
პირველები ყინულზე მოცეკვავეები გავლენ, რომლებიც რიტმულ ცეკვას შეასრულებენ. საქართველოს ნაკრების წევრებს დიანა დევისსა და გლებ სმოლკინს მე-11 სასტარტო ნომერი აქვთ. რიტმული ცეკვა თბილისის დროით 22:20 საათზე დაიწყება.
გუშინ კი საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ტურნირში მე-4 ადგილი დაიკავა.











