კარგი ამბავი იტალიაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
1769198450
აღდგომის მარხვას დიდმარხვა ჰქვია. ეს არის მნიშვნელოვანი მარხვა, რადგანაც ის არის მზადება უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულისთვის - აღდგომისთვის. მარხვა მხოლოდ საკვების შეზღუდვა არ არის, ეს არის სიკეთის კეთება, სინანული, მიტევება, ლოცვის გაძლიერება, მოყვასისთვის დახმარების ხელის გაწვდენა... როგორც მამა გაბრიელი ამბობდა, მარხვა არის სინანული ცოდვების გამო, როცა საკვების მიღება არც გახსოვსო.
ამ პერიოდში მორწმუნე განსხვავდება არამარხული ადამიანისგან. ის სათნოა და მიმტევებელი. ზოგადად, ასეთები უნდა ვიყოთ ყოველთვის, მაშინაც როცა არ არის მარხვა.
დღეიდან, 9 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით, ბოლო შვიდეულია, როდესაც ხორცის მიღება შეგვიძლია. ამიტომ ამ კვირას ხორციელის შვიდეული ეწოდება.
ოთხშაბათსა და პარასკევს კვლავ მარხვას ვინახავთ;
14 თებერვალს, ხორციელის შაბათი - მიცვალებულთა ხსენების დღეა. ამ დღეს მიცვალებულთათვის განსაკუთრებული ლოცვები აღევლინება და ეკლესიაში იკურთხება საკურთხი.
წელს აღდგომა 12 აპრილსაა.