„პირველად ვამბობ ამას… ესენი არიან მატყუარა არსებები..." - გოგა მანია
1770582209
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის, კაია კალასის თქმით, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის მისამართით ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე დამსწრეთა ნაწილისგან უკმაყოფილების შეძახილებით გამოხატვა ევროპული ღირსების გამოხატულება იყო.
ამის შესახებ კალასმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტმა კალასს ჰკითხა, თუ რაზე მეტყველებს ოლიმპიურ ცერემონიაზე მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც აშშ-ის ნაკრებისადმი მისალმებისას აშშ-ის ვიცე პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის მისამართით აუდიოტორიის ნაწილმა უკმაყოფილება შეძახილებით გამოხატა, და რას ამბობს ეს აშშ-ისა და ევროკავშირის ურთიერთობებზე, რაზეც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასე უპასუხა: „ჩვენ ძალიან ბევრი არცთუ სასიამოვნო სიტყვები მოვისმინეთ აშშ-ისგან ევროპის მისამართით. და ცხადია, ჩვენს საზოგადოებას აქვს ღირსება, ევროპული ღირსება და ეს ჩანს“.