წყალი 7 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები

წყალი შეწყდება

„ჯივიპის“ ინფორმაციით, დღეს, 11 საათიდან ნაძალადევი რაიონში, ზღვის უბანი 11 მ/რ, III კვ. N42-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობისას 11:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ზღვის უბანი 11 მ/რ-ის III კვარტალს და ზღვის უბანი 11 მ/რ-ის N 38-40.