დღეს, როგორც არასდროს ქართველი ხალხი დგას არჩევანის წინაშე. აირჩიოს მშვიდობა, სტაბილურობა, ღირსება და წინსვლა ევროპისკენ თუ აირჩიოს სრული ქაოსი - ირაკლი ნოზაძე

ნოზაძე

დღეს, როგორც არასდროს ქართველი ხალხი დგას არჩევანის წინაშე. აირჩიოს მშვიდობა, სტაბილურობა, ღირსება და წინსვლა ევროპისკენ თუ აირჩიოს სრული ქაოსი, - განაცხადა მომღერალმა ირაკლი ნოზაძემ ახალციხეში გამართულ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაზე.

„მე არ მეგულება ადამიანი არც ახალციხეში და არც სხვა რეგიონში, ვისთვისაც ეს ჯერ კიდევ გაუგებარია. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, აუცილებლად თავაწეულები ჩვენი რწმენით და ჩვენი იდენტობით ვივლით წინ ევროპისკენ“, – განაცხადა ირაკლი ნოზაძემ

დღევანდელი ღონისძიების გზავნილი უცვლელია - „კეთილდღეობით, მშვიდობითა და ღირსების დაცვით ევროპისკენ“.