დღეს მიქაუტაძის „ლიონი“ კვარაცხელიას „პსჟ“-ს დაუპირისპირდება - სასტარტო შემადგენლობები ცნობილია

კვარა-მიქაუტაძე

ლიგა 1-ის ოცდამესამე ტურში პსჟ გასვლაზე "ლიონს" დაუპირისპირდება. პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ძირითადი შემადგენლობა დაასახელა:

დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, ბერალდო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, დუე, ბარკოლა, დემბელე, კვარაცხელია.

მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოა. შეხვედრა "გრუპამა სტადიუმზე" თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყო.