რისი გაკეთება არ შეიძლება დიდ შაბათს
1745006402
„ნაპოლის“ ნიგერიელმა ვარსკვლავმა, ვიქტორ ოსიმენმა გუნდთან ერთად მცირე დატვირთვით ივარჯიშა და დიდი ალბათობით, „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში დაბრუნდება – ინფორმაციას იტალიური გამოცემები ავრცელებენ.
„პარტენოპეიმ“ „მილანთან“ წაგების შემდეგ კასტელ ვოლტურნოში, ბაზაზე ივარჯიშა და მზადება სერია A-ს 30-ე ტურის შეხვედრისთვის დაიწყო, რომელიც „სტადიო მარადონაზე“ „ვერონას“ წინააღმდეგ გაიმართება. ნიგერიელმა თავდამსხმელმა ოთხშაბათს საღამოს „სან სიროზე“ ვერ ითამაშა, მაგრამ მომავალ კვირას, 18 აპრილს „სტადიო მარადონაზე“ ჩასატარებელ შეხვედრაში გუნდს დაუბრუნდება.