ბრაზილიამ იაპონია დაამარცხა

football

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მეთექვსმეტედფინალში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წყვილი იაპონია-ბრაზილია იყო. მატჩი მართლაც საინტერესო, დაძაბული გამოდგა და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონების გამარჯვებით დასრულდა – 2:1.

ბრაზილიის ნაკრები მსოფლიო დონის ვარსკვლავების ნაკრებობას არასოდეს განიცდიდა. არც ახლა აკლია ტოპ-კლასის ფეხბურთელები, რომლებსაც იტალიელი სპეციალისტი კარლო ანჩელოტი უდგას სათავეში. ისევე როგორც ყველა მუნდიალზე, ბრაზილია ახლაც ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.

იაპონიის ნაკრები ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სწორედ წლევანდელ ჩემპიონატზე იყო. მაღალი დონის ნიდერლანდებთან ორი გოლი გაუშვა, თუმცა მეორე ტაიმში საკუთარი თამაში ისე შემოახვია თავს „ნარინჯისფრებს“, რომ არც იაპონიის გამარჯვება გაგიკვირდებოდა კაცს. საბოლოოდ მატჩი ფრედ დასრულდა, შემდეგ იყო 4:0 ტუნისთან და 1:1 შვედეთთან.

იაპონელებმა ბრაზილიელებს პირველი ტაიმიდანვე კარგად გააზრებული გეგმა დაუპირსპირეს. თავს მწყობრად იცავდნენ და შეტევაშიც სამურაისებრი სიმწვავით გადადიოდნენ. 29-ე წუთზე სწორედ ასეთი შეტევა დააგვირგვინა გოლით სანომ – საჯარიმოს გარედან ზუსტად დაარტყა და 1:0.

მეორე ტაიმში ნამდვილი ბრაზილია ვიხილეთ – ინდივიდუალურად ეფექტური და შედეგიანი. 56-ე წუთზე კასემირომ საჯარიმოში ჩაწოდებულის შემდეგ ანგარიში გაათანაბრა. ხოლო მაშინ, როცა ბევრი დამატებით დროს ელოდა, არსენალელმა მარტინელიმ იაპონიას გამარჯვების გოლი გაუტანა – 2:1. ეს 90+5-ე წუთზე მოხდა.

ბრაზილია მერვედფინალში, 6 ივლისს, კოტ დივუარსა და ნორვეგიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.