1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„არაფერი მოწამლული არ არის. როდესაც რევოლუციის იმედი ჰქონდათ ამ ორიოდე კვირის წინ, მაშინ რატომ არ კვდებოდა, მაშინ როგორც ჩანს ჭამდა“, - ამის შესახებ ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ თეატრმცოდნე დოდო ხურცილავამ.
„მე ექიმი არ გახლავართ, როგორც მოქალაქე მე ასეთნაირად მაქვს ეს წარმოდგენილი. ის მართლაც სწამობს. ის ისეთი ტიპის კაცია, რომელიც თუ ისე არ არის საქმე როგორც თვითონ უნდა სწამობს. აი, მაგალითად, როდესაც იგი მოდიოდა კიევიდან, იგი ოცნებობდა, როდესაც 200 ათასი კაცი დახვდებოდა, წაიყვანდნენ სასახლეში. გახსოვთ მითხრა, რომ სარდაფში ბიძინა ივანიშვილსო 800 მლნ-ი აქვსო. იმ 800 მლნ-ს გადაივლებდა თავზე, თავის ქალებს გადააყრიდა თავზე, თავის დედიკოს მისცემდა ფულს, თავის ბიძიკოს... არ გამოვიდა და მადაზე არ არის. ეს არის პრობლემა. მე არ მესმის, მე რომ დღეს ვინმემ გაბედოს და გამოუშვას გარეთ, რა გარანტია გვაქვს, რომ ახლა ციხეში ვინც ზის, ვინ ციხეში იჯდა 300 ათასი კაცი აი, იმათი ნათესავი, მეგობრები და ახლობლები, არ გამოვლენ ქუჩაში და არ გააპროტესტებენ ძალიან სერიოზულად ამას. ეს იქნება ნახევარმილიონიანი აქცია. ვინ გაუძლებს ამას? ძალიან მაინტერესებს. რას ნიშნავს ციხეში არ მინდა, მადაზე არ ვარ, რას ნიშნავს? თუ მართალია ეს კაცი შეიტანოს სტრასბურგში სარჩელი, რატომ არ შეაქვს?... არაფერი მოწამლული არ არის. როდესაც რევოლუციის იმედი ჰქონდათ ამ ორიოდე კვირის წინ, მაშინ რატომ არ კვდებოდა, მაშინ როგორც ჩანს ჭამდა. როგორც თქვეს „ვივა მედის“ ექიმებმა ცოტა მოიმატა... როდესაც კაცი ასე იქცევა, ეს არის ძალიან საცოდავი და საზარალი სანახავი...“, - განაცხადა ხურცილავამ.