ბათუმის ყინულის სასახლეში დღეს ფიგურული ციგურაობის ტურნირი იწყება, შეჯიბრებაში ქართველი მოციგურავე ინგა გურგენიძე ჩაერთვება

ინგა გურგენიძე

ბათუმის ყინულის სასახლეში ფიგურული ციგურაობის ტურნირი დაიწყება. საქართველოს ნაკრებიდან მოკლე პროგრამით წარდგება ინგა გურგენიძე.

ფიგურულ ციგურაობაში მოკლე სტილით ასპარეზობა 14:00 საათზე დაიწყება. ინგა გურგენიძე ყინულზე მეხუთე ჯგუფთან ერთად გამოვა.

15 წლის ქართველი სპორტსმენი საერთაშორისო დონეზე უკვე მესამე წელია, რაც ასპარეზობს. მას უკვე 5 სხვადასხვა სინჯის მედალი აქვს.