„ეს ხდება თბილისში“ - შემთხვევით გადაღებული კადრები ვირუსულად გავრცელდა
1739360269
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე არსებულ ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც ორ ჰექტარს შეადგენს, რეკრეაციულ სივრცეს აწყობს.
პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკი, ცხოველთა სასეირნო სივრცე, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, საბავშვო და სპორტული მოედნები მოეწყობა. ასევე, დაირგვება ხე-მცენარეები და დაითესება ბალახი. სამუშაოების მიმდინარეობას თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილეებთან – ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.
„რეკრეაციული პროექტი, დაახლოებით, ორ ჰექტარზე განხორციელდება. ტერიტორია, რომლის სიგრძე ერთ კილომეტრამდეა, მთლიანად მოწესრიგდება – დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა სასეირნო ბილიკი. ბავშვებისთვის გამოიყოფა სივრცეები, სადაც განთავსდება ატრაქციონები. მოეწყობა სავარჯიშო მოედნებიც. გარდა ამისა, ძაღლებისთვის გამოიყოფა დამოუკიდებელი სივრცე. სამუშაოები შემოდგომის ბოლოსთვის დასრულდება. ძალიან კარგია, რომ დედაქალაქს კიდევ ერთი რეკრეაციული პროექტი შეემატება. აღნიშნული ტერიტორიის მიმდებარედ არსებულ საავტომობილო გზას საბურთალოს რაიონის გამგეობა მთლიანად მოაწესრიგებს, მოეწყობა ტროტუარი, საერთო ჯამში კი, ძალიან კარგი სივრცე გამოვა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლითი (გამოხშირვითი/გაწმენდითი) ჭრის სამუშაოები უკვე განხორციელდა. გარდა ამისა, ტერიტორია გაიწმინდა სამშენებლო ნარჩენებისგან და მოიხსნა უკანონო შემოღობვები. აღსანიშნავია, რომ რეკრეაციულ ზონაში გადიოდა ამორტიზებული წყლის კოლექტორი, რომელიც შეიცვალა. ასევე, მოეწყო წყალარინების სისტემა და ტერიტორიაზე არსებული გაზის მილი მიწისქვეშ განთავსდა.
მიმდინარე სამუშაოებს, თბილისის მერთან ერთად, გარემოსა დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი პაატა ტოგონიძე და დედაქალაქის საკრებულოს წარმომადგენლები გაეცნენ.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.