„ბარსელონამ“ ჩავის კლუბის მიერ გაცემული iPad-სა და iPhone-ის დაბრუნება მოსთხოვა

ჩავი

„ბარსელონამ“ თავის ყოფილ მთავარ მწვრთნელს ჩავის კლუბის მიერ გაცემული Apple-ის წარმოების გაჯეტების დაბრუნება მოსთხოვა.

როგორც გამოცემა Barca Universal ჟურნალისტ ჟოან ფონტესზე დაყრდნობით წერს, ურთიერთობა კატალონურ კლუბსა და მის ყოფილ მოთამაშესა და მთავარ მწვრთნელს შორის საბოლოოდ გაფუჭდა.

„ბარსელონამ“ ჩავის სამწვრთნელო ჯგუფისგან მოითხოვა კლუბის მიერ გაცემული iPad-სა და iPhone-ის დაბრუნება.

ესპანელი სპეციალისტი „ბარსელონადან“ გასული სეზონის შემდეგ დაითხოვეს. ჩავი მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჰანსი ფლიკმა შეცვალა.