1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ლიბანში მოქმედმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ ის ისრაელთან ომის ახალ ფაზაზე გადადის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ამასთან ერთად, გაეროში ირანის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, „ჰამასის“ ლიდერის იაჰია სინვარის მკვლელობის შემდეგ „წინააღმდეგობის სული გაძლიერდება“.
თავად „ჰამასს“ მომხდართან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა დაჯგუფების წევრები სინვარის სიკვდილს ადასტურებენ.
დასავლური ქვეყნების ლიდერები ფიქრობენ, რომ სინვარის მკვლელობის შემდეგ კონფლიქტი ღაზის სექტორში დასასრულს მიუახლოვდა. ამ მიზნით აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სატელეფონო საუბრები გამართა მის კოლეგებთან კატარიდან და საუდის არაბეთიდან.
თუმცა, სააგენტოს ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მიიჩნევს, რომ ომი გაგრძელდება მანამ, სანამ „ჰამასი“ 2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცებულ ყველა მძევალს არ გაათავისუფლებს.