„ასე მათთან უშანსოდ ვართ" - რას წერენ ჩეხები საქართველოსთან მატჩის წინ

ნაკრები

19 ნოემბერს გაიმართება ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩი ჩეხეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის.

საქართველომ ბოლოსწინა ტურში უკრაინასთან ფრე 1:1 ითამაშა, ჩეხეთმა კი ალბანეთს ვერ მოუგო, მატჩი 0:0 დასრულდა.

ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჩეხი გულშემატკივრებისგან დიდი კრიტიკა წამოვიდა და თავიანთი ნაკრების თამაშით უკმაყოფილოები არიან.

გთავაზობთ ჩეხების რამდენიმე კომენტარს ალბანეთთან მატჩის შემდეგ.

"ასე საქართველოსთან უშანსოდ ვართ, საშინელი ფეხბურთი იყო"

"გაგვიმართლა, რომ არ წავაგეთ და საქართველომ ფრე ითამაშა"

"ბოლო ტურში ჩვენს თავზე ვართ დამოკიდებული, მაგრამ ასეთი თამაშით მაინც მეშინია"

"ისე თამაშობდნენ, რომ თითქოს საქართველო-უკრაინის მატჩის შედეგი იცოდნენ და თავს არ იკლავდნენ"

"მწვრთნელი უნდა წავიდეს, ჩეხეთის ნაკრებისგან აღარაფერია დარჩენილი"