50-წლიანი პატიმრობა მიესაჯა დედას, რომელმაც 8 წლის შვილი მოკლა - ბავშვები თვეები გარდაცვლილ ძმასთან ერთად ცხოვრობდნენ (უცხოეთი)

პოლიციის ლენტი

ტეხასში პატიმრობა მიუსაჯეს დედას, რომელმაც 8 წლის შვილი მოკლა. მკვლელობა 2021 წლის მარტში მოხდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, 38 წლის გლორია უილიამსს 50 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გარდაცვლილი ბავშვის შესახებ პოლიციას მისმა უმცროსმა ძმამ შეატყობინა. ბიჭი ამტკიცებდა, რომ მისი ძმა ერთი წლის განმავლობაში სახლში გარდაცვლილი იყო.

გამოძიების შედეგად, ბავშვის დედა, გლორია უილიამსი დამნაშავედ ცნეს. ასევე, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს მის მეგობარ ბიჭს, რომელმაც 8 წლის ბიჭს სასიკვდილოდ სცემა.

როგორც აღმოჩნდა, ბავშვები გარდაცვლილი დედმამიშვილის გვერდით რამდენიმე თვე მარტო ცხოვრობდნენ, რადგან დედამ ისინიც მიატოვა.

პროკურორებმა განაცხადეს, რომ ბიჭის ჩონჩხის ნაშთები ბინაში ლურჯი საბანით იყო დაფარული.

„როდესაც ჩვენ ადგილზე მივედით, ბინა საშინელ მდგომარეობაში იყო. ჩვენ ვნახეთ ჭუჭყიანი ხალიჩა, სახლში არ იყო საერთოდ არავითარი ავეჯი. არც საწოლები, არც საბნები... სახლში საცხოვრებლად უვარგისი გარემო იყო", - თქვა პოლიციის ოფიცერმა.

პროკურორებმა თქვეს, რომ უილიამსი შვილის სიკვდილის დამალვას ცდილობდა და თვეში ერთხელ ბავშვებთან აგზავნიდა სასურსათო ნივთებს ბინაში და აგრძელებდა ქირის გადახდას.

გადარჩენილი სამი ბავშვი პოლიციამ საავადმყოფოში გადაიყვანა.