არც კვარა და არც ოსიმენი - ცნობილია, ვისი შენარჩუნება სურს დე ლაურენტისს ყველაზე მეტად

kvara laurentis

რამდენიმე დღის წინ იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იუვენტუსი" ზაფხულში "ნაპოლის" სპორტული დირექტორის, კრისტიანო ჯუნტოლის გადაბირებას ეცდება.

Areanapoli-ს ცნობით, სეზონის ბოლოს "პარტენოპეის" პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის მთავარი საზრუნავი სწორედ 51 წლის საფეხბურთო სელექციონერის შენარჩუნება იქნება.

"ჯუნტოლიმ ყველას დაუმტკიცა, რომ ნამდვილი პროფესიონალია. "ნაპოლის" წარმატებაში ერთ-ერთი მთავარი წვლილი მიუძღვის, რადგან არაერთი ნიჭიერი მოთამაშე აღმოაჩინა. აურელიო დე ლაურენტისი მის გაშვებას არ განიხილავს და კრისტიანოსთვის ახალი გაუმჯობესებული კონტრაქტის შეთავაზებას გეგმავს", - წერს გამოცემა.

ჯუნტოლის "პარტენოპეის" სპორტული დირექტორის პოსტს 2015 წლიდან იკავებს. "ნაპოლისთან" მისი კონტრაქტი 
2024 წლის ზაფხულში იწურება.

წყარო