პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
UFC-ის ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას ყოფილმა მეტოქემ, ბრაის მიტჩელმა მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. „თაგნესთი“ Real Eyes Recognize Podcast-ის სტუმარი იყო და მარლონ მორაესისა და „მანქანის“ დაპირისპირება გაიხსენა.
„მერაბი გიჟია. მისი და მორაესის ჩხუბი გახსოვთ? ბრძოლის დასაწყისში, მარლონმა მომენტი დაიჭირა და მერაბს მაგრად მოარტყა. დვალიშვილი ჭკვიანურად ჩხუბობდა, მაგრამ მარტივად შეამჩნევდით, რომ მორაესის დარტყმის გამო, ბალანსი დაკარგა. ამის შემდეგ, მარლონმა ავზი მთლიანად დაცალა და თუ გაინტერესებთ, გაიგოთ, MMA-ში ეს ფრაზა რას ნიშნავს, მათი დაპირისპირება ნახეთ.
ამ ჩხუბს ჩემს მეგობრებთან ერთად ვუყურებდი და მას შემდეგ, რაც ნახეს, რომ მორაესმა ავზი მთლიანად დაცალა და მეტოქეს სერიოზული ზიანი მიაყენა, ყველა ამბობდა, რომ ბრძოლა დასრულებული იყო. მერაბს ვიცნობ, მასთან ერთად მივარჯიშია და ვიცი, რომ არასდროს იღლება და არასდროს ნებდება. მიუხედავად ამისა, ბიჭები მეუბნებოდნენ: „ბრაის, ყველაფერი გადაწყვეტილია, ბრძოლა დასრულებულია“. მათ ასე ვუპასუხე: „ასე არაა, მენდეთ. ეს ყველაზე ცუდი რამაა, რაც შეიძლებოდა, მორაესს დამმართოდა. მასზე უფრო ვნერვიულობ, ვიდრე მერაბზე. ის ვეღარაფერს გააკეთებს, მერაბს კი პრობლემები არ ექნება“.
საბოლოოდ, დვალიშვილი ქარიშხალს გაუმკლავდა და გამარჯვება მოიპოვა. მერაბი ძალიან, ძალიან გამძლე მებრძოლია და უყურეთ მისი და მორაესის ჩხუბს და მიხვდებით, რაზე ვსაუბრობ. ძალიან საინტერესო ბრძოლა იყო“.სხვათა შორის, Real Eyes Recognize Podcast-ის ერთ-ერთი წამყვანი UFC-ის მებრძოლი, კევინ ჰოლანდია და ბრაის მიტჩელის სიტყვების შემდეგ, მან მერაბზე მოკლედ ისაუბრა. ჰოლანდის თქმით, „მანქანას“ თუ ესტუმრებით, სულერთია, გშიათ თუ არა, დვალიშვილი რაღაცას აუცილებლად გაჭმევთ.