პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ეს ხდება, როცა ჩემს ქვეყანაზე უპატივცემულოდ საუბრობ!“ - UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია ამავე ლიგის ბრიტანელ მებრძოლს, პედი პიმბლეტს დაუპირისპირდა. ინციდენტს წინ უძღოდა სპორტსმენებს შორის სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეკამათებაც. ბრიტანელმა მებრძოლმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ქართველები იდიოტები იყვნენ და მიხვდა, რატომ დაბომბა რუსეთმა საქართველოს ტერიტორია 2008 წლის აგვისტოში.
ბრიტანელი მებრძოლის სამარცხვინო განცხადების საპასუხოდ ილია თოფურია პიმბლეტს დაემუქრა, რომ პირისპირ შეხვედრის შემთხვევაში ის ამ სიტყვებისთვის პასუხს მოსთხოვდა. ქართველი და ბრიტანელი მებრძოლები ერთამენთს ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში გადაეყარნენ, რა დროსაც მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
„მე გაგაფრთხილე! აი, რა ხდება, როცა მე და ჩემს ქვეყანას უპატივცემულოდ გვექცევი! დამინახე და ჩემი მოკითხვა გინდოდა, რადგან შარვალში ჩაისვარე! მადლობა უნდა გადაუხადო ჩემს გუნდს, რადგან მათ რომ არ გავეწიე, თავს მოგაძრობდი. ეს არ არის ტვიტერი, ეს არის რეალური ცხოვრება!“ - დაწერა თოფურიამ საკუთარ Twitter-ის გვერდზე ინციდენტის შემდეგ.
სპორტსმენები საბოლოოდ თავისივე გუნდის წევრებმა გააშველეს და ახლა დაპირისპირებას კვლავ სოციალურ ქსელში აგრძელებენ.