პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
UFC-ის ქართველი მებრძოლის ილია თოფურიასა და გლისელ პედი პიმბლეტს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება MMA-ს სამყაროს განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა.
თოფურიას შემდეგ დაპირისპირების ვიდეო თავად პიმბლეტმაც დადო და ცოტა ხნის წინ გამართულ წინა საბრძოლო პრესკონფერენციაზე მომხდარი შემდეგნაირად შეაფასა:
„რაც შეეხება თოფურიას, ხელის სანიტაიზერის ბიჭს (პიმბლეტმა თოფურიას სანიტაიზერის ბოთლი ესროლა) ამიერიდან ასე დაუძახეთ, ეს მისი ზედმეტსახელია. მე ჩემთვის ვიდექი, ის 6 კაცთან ერთად მოვიდა და მაინც ვერაფერი მიქნა. თუ რამის გაკეთება უნდოდა, შემოევლო მაგიდისთვის და ეჩხუბა ჩემთან, მაგრამ ის მაგიდის მეორე მხარეს დარჩა, რადგან იცოდა, მისთვის ასე იყო უკეთესი. ეს ყველაფერი მოულოდნელად არ მომხდარა, როგორც კი კარში შემოვიდა, დამიღრიალა. როცა მეც გამოვეპასუხე, ახლოს მოვიდა. მან ხელის გარტყმა სცადა, მაგრამ ავიცილე. საპასუხოდ დარტყმა არ მიცდია, რადგან არ მინდოდა, ბრძოლამდე ტრავმა მიმეღო. ასე რომ, ავიღე ხელის სანიტაიზერი და ვესროლე. ვინ არის ის საერთოდ? მისტერ სანიტაიზერი. მე მიყენებს, რათა ფანები მოიმატოს“, - ამბობს პედი პიმბლეტი.