დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
„ნაპოლის“ მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში „რეინჯერსთან“, რომელიც მასპინძლებმა 3:0 მოიგეს, სათადარიგოებში მყოფი ხვიჩა კვარაცხელიას გამოყვანაზე ფიქრობდა, თუმცა გადაიფიქრა, – ამის შესახებ გამოცემა „არეა ნაპოლი“ წერს.
მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე კვარაცხელიაზე ლუჩანო სპალეტიმაც ისაუბრა.
„კვარაცხელიას შეყვანა მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე მსურდა, რადგან ბურთი დაჭერა გვინდოდა. მაგრამ ანგარიში 3:0 გავხადეთ და მერე კვარას ვთხოვე, ისევ დამჯდარიყო.
მან ყველაფერი ძალიან კარგად გაიგო. ასეთი გუნდურობის მომენტს ბევრჯერ ვაწყდები. სიმართლე გითხრათ, მასთან შემრცხვა (იცინის). ჩემს კარიერაში ასეთი რამ თითქმის არასდროს მქონია“.
ასევე ნახეთ:
👉 VIDEO: როგორ შეაპარეს ლელა წურწუმიამ და ბიძინა ბარათაშვილმა მამულიჩა კვიჩა კვარაცხელიას თამაშზე