დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
კვირას, 23 ოქტომბერს ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სტადიო ოლიმპიკოზე „რომას“ ესტუმრა და ვიქტორ ოსიმენის გოლით 0:1 დაამარცხა.
გავლენიანი სააგენტო Goal.com-ი წერს, რომ შეხვედრის მიმდინარეობისას, როდესაც ნიგერიელმა ფორვარდმა გოლი გაიტანა, ტრიბუნაზე ქართველ და რომაელ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ადგილობრივი გულშემატკივრები ქართველების დროშებმა გააღიზიანა, მათ საქართველოს სიმბოლოს წართმევა სცადეს. შედეგად, მხარეებს შორის გაწევ-გამოწევა მოხდა და გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.
საბოლოოდ, ვითარების განმუხტვა დაცვის სამსახურმა შეძლო.