რატომ იშლება ნაძვის ხე ნათლისღების დღესასწაულამდე და რას ამბობს ეკლესია
1737224004
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული ფორვარდი და შოტლანდიის ნაკრების ყოფილი მოთამაშე დენის ლოუ 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას MSN-ი ავრცელებს.
ლოუს მესამე ადგილი უკავია „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყველა დროის ბომბარდირთა სიაში ბობი ჩარლტონისა და უეინ რუნის შემდეგ – 237 გოლი 404 ოფიციალურ მატჩში.
1964 წელს დენის ლოუმ „ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთი“ მოიპოვა და დღემდე ერთადერთ შოტლანდიელად რჩება, ვინც ეს მოახერხა.
ლოუ შოტლანდიის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია – მან 55 მატჩში 30 გოლი გაიტანა.