გაყინული იყო... - 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1737230192
ოპოზიციური პარტიებისა და მათი ლიდერების წინააღმდეგ "ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ" პროკურატურას უკვე მიმართა. როგორც საზოგადოებრივ მოძრაობაში განმარტავენ, საქართველოს უსაფრთხოებისთვისა და განვითარებისთვის აუცილებელია, საგამოძიებო უწყება კონკრეტული პირების მოღალატეობრივი ქმედებებით დაინტერესდეს. ამბობენ, რომ 2012 წლამდე მიმდინარე პროცესების გამოძიება პრიორიტეტულია, თუმცა ოპოზიციამ სამართლებრივი პასუხი, ბოლო წლებში ჩადენილ დანაშაულებზეც უნდა აგოს. პროკურატურაში განცხადების შეტანიდან მალევე, "ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ" სოციალურ ქსელში განცხადებაც გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მოძრაობამ საგამოძიებო უწყებაში წარდგენილ დოკუმენტში, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ მოწოდებების არაერთი მაგალითი წარადგინა.
საზოგადოებრივი მოძრაობის ბრალდებებს არ ეთანხმება ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები პარალელს "ქართული ოცნების" მხრიდან დაანონსებულ საგამოძიებო კომისიასთან ავლებენ.
"ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ დადებულ პირობაზე საუბრობს და საგამოძიებო კომისიის შექმნას საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე აანონსებს. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდს, პოლიტიკურთან ერთად სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს. უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ 6 თვიანი მუშაობის შემდეგ პროკურატურას, არაერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება გადაეცემა. "ქართული ოცნებაში" დღეს ერთიანი ნეიტრალური საქართველოს მიერ საგამოძიებო უწყებაში შეტანილ განცხადებასაც გამოეხმაურნენ.
საგამოძიებო კომისიის მნიშვნელობაზე და წინა ხელისუფლების პერიოდში ჩადენილ კონკრეტულ დანაშაულებთან დაკავშირებით,ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა საქართველოს პრემიერ მინისტრმა. ირაკლი კობახიძემ ოპონენტებს კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი კიდევ ერთხელ შეახსენა და თქვა, რომ კომისიასთან თანამშრომლობა სავალდებულოა, რადგან ამის აუცილებლობას ქვეყნის მთავარი კანონი და სისხლის სამართლის კოდექსი არეგულირებს.
2003-2012 წლებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებულ დასკვნებს და რეკომენდაციებს კანონმდებლები, საშემოდგომო სესიაზე გამოაქვეყნებენ. საგამოძიებო კომისია "ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიანი მმართველობის პერიოდზე, პოლიტიკურთან ერთად, სამართლებრივ შეფასებას მოამზადებს.