8 წამი ან კუთხური - ფეხბურთში მეკარეებისთვის ახალი შეზღუდვები გაიტესტება

მეკარე

საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭომ (IFAB), რომელიც პასუხისმგებელია ახალი საფეხბურთო წესების დანერგვაზე, გადაწყვიტა აქტიურად ებრძოლოს მეკარეების მიერ დროის გაყვანის პრობლემას.

როგორც გაზეთი The Times-ი წერს, უახლოეს პერიოდში გაიტესტება მეკარეებისთვის ახალი შეზღუდვები.

IFAB-ის იდეის თანახმად, თამაშში ბურთის შეტანის დრო 8 წამამდე შეიზღუდება. ამასთან, ყვითელი ბარათის მიცემის ნაცვლად, ახალი წესის თანახმად, კუთხური დაინიშნება. ასე რომ, გუნდს, რომლის მეკარე დროის გაყვანას განიზრახავს, ფაქტობრივად, ბურთის კონტროლი ჩამოერთმევა.

ელოდებიან, რომ ამ სიახლეს თავდაპირველად ინგლისის დაბალ საფეხბურთო ლიგებში გატესტავენ.