ექსპერტები გვირჩევენ, სახლში გათბობის გამოყენებისას არ დავუშვათ ეს 5 შეცდომა
1769861573
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ქართველი ფეხბურთელებისთვის საკმაოდ პასიურია. თუ გასულ წელს კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლით ხმაურიანი ტრანსფერი მივიღეთ, წელს ამ მხრივ სიწყნარეა.
როგორც დეკემბრის თვეში ვთქვით, დავითაშვილის სტ.ეტიენიდან წასვლას იანვარში წინ აღარაფერი ედგა და კლუბი მის გასხვისებაზე თანახმა იყო, თუმცა სიტუაცია შეიცვალა, რაშიც დიდი წვლილი ტრავმიანობამაც იქონია და დავითაშვილი სტ.ეტიენში ზაფხულამდე დარჩება.
ცოტა ხნის წინ, უდინეზეს ცენტრალური მცველი საბა გოგლიჩიძე იჯარის წესით უოტფორდში გადავიდა. უნდა ველოდოთ სერია ა-ში მოთამაშე კიდევ ერთი მცველის ტრანსფერსაც.
ტრავმიდან დაბრუნებულ საბა საზონოვს ტორინოში სათამაშო დრო საერთოდ არ აქვს და კლუბი თანახმაა, რომ ის ზამთარშივე გაუშვას, შესაძლოა, საზონოვი სერია ბ-ს რომელიმე კლუბში იჯარით გადავიდეს.
სათამაშო დრო არ აქვს გიორგი ქოჩორაშვილს. მისი სპორტინგი წარმატებულად თამაშობს და ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო 8 გუნდში მოხვდა, თუმცა ქოჩორას თამაშის საშუალება არ ეძლევა და მის ლევანტეში დაბრუნებაზე აქტიური საუბრები მიმდინარეობს.
დინამო თბილისის ცენტრალური მცველი ლუკა ლაცაბიძე შესაძლოა კადისში ვიხილოთ. ლაცაბიძეს ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა და დიდი პროგრესი აქვს. კადისსა და დინამოს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და შესაძლოა, ტრანსფერი უახლოეს დღეებში დაიხუროს.