სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს

სასაზღვრო პოლიცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე - 2000 წელს დაბადებული ე.დ. და 1957 წელს დაბადებული ა.ფ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ე.დ.-მ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ხოლო ბრალდებულმა ა.ფ.-მ ტრაილერში დამალვის გზით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.