„არსებობს ზღვარი, რომელიც უნდა დავიცვათ“ - ცნობილი „ტიკტოკერი“ წყვილი დაშორდა
1769803431
ეზოტერიკოსი და მეტაფიზიკის მცონდე, გოგა მანია „პრაიმტაიმთან“ წინასწარმეტყველებაზე საუბრობს.
გოგა მანიას განცხადებით, მართალია, ახლა მსოფლიოში დაძაბულობა და კონფლიქტებია, მაგრამ საქართველო ამ განსაცდელს ასცდება.
„ენერგეტიკულად, მაღალ ვიბრაციებზეა საქართველო, შესაბამისად, მის ფარგლებს გარეთ არსებული ომები და რყევები ჩვენს ქვეყანას არ შეეხება. საქართველო დაიკარგება სხვა ქვეყნების თვალთახედვიდან, იმიტომ რომ ქვეყანას იცავს უდიდესი ძალები. ახლა საქართველო არის ყველაზე დაცული მიწა. საქართველოში შემცირდება მიწისძვრები. სავარაუდოდ, 200 ბიძგს არ გასცდება, ბიძგები დროდადრო იკლებს.
ასევე, მივმართავ ყველას, მოერიდონ ლიფტის შახტებს, როგორც ძველ, ასევე ახალაშენებულ კორპუსებში. გადანაწილდით ლიფტში და ისე ისარგებლეთ.
ადამიანებში მოიმატებს ენერგოტონუსი. მოერიდეთ სიჩქარეს, არ გადადგათ დაუფიქრებელი ნაბიჯები, არ იაროთ გადაჭარბებული სიჩქარით. ბავშვების უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოთ. ძალიან დაბინძურებულია თბილისში მტკვარი და ისტორიები ისევ დაიწყებს გამეორებას.
რაც შეეხება ვირუსებს, მე ადრე ვიწინასწარმეტყველე ორი მომაკვდინებელი ვირუსი, რომელიც ერთი უკვე გავრცელდა იტალიაში მწერის ნაკბენისგან. ახლა კი ინდოეთში იფეთქა მომაკვდინებელმა ვირუსმა, მაგრამ საქართველოში ასეთი ვირუსი ვერ გავრცელდება. ასევე, ვხედავ მსოფლიოში გამოჩენილი ადამიანის გარდაცვალებას“, - ამბობს გოგა მანიამ.