ექსპერტები გვირჩევენ, სახლში გათბობის გამოყენებისას არ დავუშვათ ეს 5 შეცდომა
1769861573
პოლიტიკური პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერის, ეკა ბესელიას შვილი დააკავეს.
როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რატი მილორავა ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით დააკავეს.
ის არაფხიზელ მდგომარეობაში ჯერ პოლიციას არ დაემორჩილა, ხოლო შემდეგ ავტომანქანას დაეჯახა, როდესაც შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა.
"კურიერის" ინფორმაციით, შემთხვევა ვაჟა ფშაველას გამზირზე მოხდა, სადაც მილორავა გადაჭარბებული სისწრაფით მოძრაობდა. ჩვენი ინფორმაციით ბესელიას შვილი ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.