23 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატიდან საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 6 მედლით დაბრუნდა

23 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატიდან საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 6 მედლით დაბრუნდა

23 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატიდან საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 6 მედლით დაბრუნდა. ნაკრებმა გუნდური მე-2 ადგილი დაიკავა.

მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა გიორგი ჩხიკვაძემ, ვიცე-ჩემპიონი გახდა დიეგო ჩხიკვაძე, ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ფრიდონ აბულაძემ, დათა ჩხაიძემ, აჩიკო ბოლქვაძემ და გიორგი ცოფურაშვილმა.

ქართველ მოჭიდავეებს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დახვდნენ. ადგილზე იყვნენ გულშემატკივრები და ოჯახის წევრებიც.