პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ნიკოლოზ სამხარაძე დავით კეზერაშვილის შავი ფულით დაფინანსებული რევოლუციური გეგმების შესახებ „ქრონიკის“ მოპოვებულ ინფორმაციას ეხმაურება. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კეზერაშვილი ევროპელი პენსიონერებისგან მოპარული ფულით აფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს, ტელევიზიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.
„ქოლცენტრებიდან“, სადაც იძარცვებიან ევროპელი პენსიონერები არალეგალური ფული ხმარდება სწორედ ოპოზიციის დაფინანსებას. რა თქმა უნდა, არ ვიცი ამ კონკრეტული საქმის გამოძიების დეტალები, თუმცა ყველა სხვა საქმე, რომელიც მანამდე იყო გამოძიებული, მიგვითითებს იმაზე, რომ ამ ყველაფერს ჰყავს ერთი თავი - ეს არის კეზერაშვილი, რომელიც შემდეგ უკვე ამ ნაძარცვ ფულს ანაწილებს ოპოზიციურ პარტიებში, ტელევიზიებში თუ „ენჯეოებში“, შემდეგ კი ისინი ცდილობენ ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენონ ეს თანხები“, - განაცხადა სამხარაძემ.