2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საპრიზო ფონდი რეკორდულია - მუნდიალი ციფრებში

2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი

დღეს ფინალია!  2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების მოსაპოვებლად ერთმანეთს არგენტინა და ესპანეთი დაუპირისპირდებიან. მატჩი საქართველოს დროით 23:00-ზე გაიმართება. 

საპრიზო ფონდი, წლევანდელ მუნდიალზე  $727 მლნ-ს შეადგენს, საიდანაც გამარჯვებული - $51 მლნ-ზე მეტს მიიღებს.

აქამდე ჩატარებულ 22 ჩემპიონატში სულ 8 სახელმწიფომ შეძლო გამარჯვება. რეკორდსმენი ბრაზილიაა. მან თასი 5-ჯერ აღმართა. 1970 წელს გახდა პირველი სამჯერ გამარჯვებული ქვეყანა და მუდმივ მფლობელობაში ჟიულ რიმეს, იგივე "ნიკეს თასიც" გადაეცა, რომელიც 1983 წელს მოიპარეს. 1974 წლიდან გამარჯვებულებს გარდამავალი თასი 4 წლით ეძლევათ, მისი ასლი - სამუდამოდ. ბრაზილია ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც ყველა 22-ვე ჩემპიონატში აქვს მონაწილეობა მიღებული.

ბრაზილიის გარდა გამარჯვება ოთხ-ოთხჯერ იტალიამ და გერმანიამ მოახერხეს. სამჯერ არგენტინამ, ორ-ორჯერ ურუგვაიმ და საფრანგეთმა, ხოლო ინგლისმა და ესპანეთმა თითოჯერ. ნიდერლანდებმა სამი ფინალი დათმო, ჩეხოსლოვაკეთმა ორი. დღემდე ფინალში გასვლა მხოლოდ ევროპულმა და სამხრეთ ამერიკულმა გუნდებმა მოახერხეს. აზიური გუნდებიდან მეოთხე ადგილი 2002 წელს სამხრეთ კორეამ თანამასპინძლის რანგში დაიკავა, აფრიკული გუნდებიდან ასევე მეოთხე ადგილზე გავიდა მაროკო 2022 წელს.