1784570518
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი გახდა
ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონია.
საფინალო სასტვენი გაისმა. ნიუ-ჯერსის სტადიონზე უდიდესი საფეხბურთო დრამა დასრულდა. ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ფურია როხამ არგენტინა მძიმე ბრძოლაში, 1:0 დაამარცხა.
მატჩის დასრულებისთანავე მოედანზე ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ლეანდრო პარედესი ესპანელ მოთამაშეებს ფიზიკურად გაუსწორდა.
ესპანეთის ნაკრებს ოქროს ტიტული ფერან ტორესმა მოუტანა.
გადამწყვეტი გოლი დამატებითი დროს 106-ე წუთზე გავიდა. მეორე ექსტრა ტაიმის დაწყებიდან სულ რაღაც 37 წამი იყო გასული. პედრო პოროსა და ნიკო უილიამსის ბრწყინვალე კომბინაცია ტორესმა უძლიერესი დარტყმით დააგვირგვინა. მან ბურთი არგენტინის კარში გაიტანა.
114-ე წუთზე ტორესმა დუბლიც გააფორმა. თუმცა VAR-მა მცირე თამაშგარე დააფიქსირა.
ესპანეთის მეორე გოლი გაუქმდა. შეგახსენებთ, რომ არგენტინა მანამდე 10 მოთამაშით დარჩა. ენცო ფერნანდესმა წითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.
არგენტინის ნაკრები ბოლო წამებამდე სასწაულის მოხდენას ცდილობდა. 117-ე წუთზე ლეო მესიმ კარისკენ დაარტყა, ეს არგენტინელთა პირველი დარტყმა იყო მთელ მატჩში.
ბურთი მერინოს სახეში მოხვდა და ფეხბურთელი მოედანზე დაეცა.
120-ე წუთზე არგენტინას გათანაბრების ოქროს შანსი ჰქონდა. სიმეონეს საშიში დარტყმული კუბარსიმ საოცარი ნახტომით მოიგერია. 122-ე წუთზე კი სიმეონემ ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი კარს გადააცილა. არგენტინამ შანსები დაკარგა.
ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ისტორიაში მეორედ დაეუფლა. არგენტინის ნაკრებისთვის ეს უმძიმესი მარცხია.მაყურებელს მსოფლიო ჩემპიონატის ყველა დაპირისპირებას "რუსთავი 2" პირდაპირ ეთერში სთავაზობდა.











