იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
1784564408
ფინეთის ქალაქ ტამპერეში მართლმადიდებლური ეკლესიის გუმბათს მეხი დაეცა. დარტყმის მომენტში ტაძარში ნათლობისა და ჯვრისწერის ცერემონიები მიმდინარეობდა.
ეკლესიის მეთვალყურის, მიკა კანგასაჰოს თქმით, გაისმა ყურისწამღები გუგუნი, ტაძარში კი შუქმა ციმციმი დაიწყო. განათების ნაწილი ჩაქრა, თუმცა მსახურება ბოლომდე მიიყვანეს.
ტელერადიოკომპანია Yle-ის ინფორმაციით, მეხანძრეების გამოძახება ორჯერ გახდა საჭირო. პირველ ჯერზე მათ ვერაფერი აღმოაჩინეს, თუმცა მას შემდეგ, რაც მრევლმა ეკლესია დატოვა, მეზობელ ქუჩაზე მყოფმა ადამიანებმა გუმბათიდან ამავალ კვამლზე მიუთითეს. მეორე გამოძახებაზე შემთხვევის ადგილზე მაშველთა 20 ბრიგადა მივიდა.
მეხი ყველაზე მაღალ კოშკს დაეცა, რამაც ფარული წვა გამოიწვია. მაშველებმა გუმბათიდან ჯვარი მოხსნეს, რათა გადახურვის კონსტრუქციამდე მიღწევა შეძლებოდათ.