რა უნდა ატაროთ საფულეში ფულის მოსაზიდად - 5 ჯადოსნური ნივთი
1784479500
ტელეწამყვანმა ნანუკა გულუამ მცირეწლოვანი ბავშვებით ზღვაზე დასვენების საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მცირეწლოვნებთან ერთად ზღვისპირეთში დასვენება რთული აღმოჩნდა, რის გამოც, მშობლებს ურჩევს, მსგავსი გადაწყვეტილება კარგად გაიაზრონ.
„ვისაც მცირეწლოვანი ბავშვები გყავთ, გთხოვთ, ზღვაზე არ წახვიდეთ! გადავწყვიტე, რომ ზღვაზე წავსულიყავი შარშან, ახალგაჩენილი კირათი, 2 წლის ნინათი და წლის იკათი. მათთვის მზეზე ყოფნა არის ძალიან დიდი საშიშროება, სტრესი. ზღვაზე ჩასვლას ვერ ვასწრებდი, როცა უკვე უნდა წამომეყვანა. დავანახებდი ზღვას და ბავშვები უკვე მომყავდა... ჩვენ ვირუსებს გადავრჩით, მაგრამ იქ მათი გასართობი ადგილი იყო მზის გული, სადაც ვერ ვაჩერებდი. სად უნდა წამეყვანა? ყველგან მზე იყო. მე სამი მცირეწლოვანი ბავშვით ძალიან ვიწვალე, ისეთ პოსტებს ვწერდი, ნახევარი საქართველო ჩამოვიდა დასახმარებლად, შევწუხდი.
ყველა მშვიდი მშობლის მშურს და მშვიდად უყურებს წლისა და ბავშვის ინტეგრირებას, მე არა,“ - ამბობს ნანუკა გულუა „იმედის დღეში“.