VIDEO: ბაბუას სიყვარულით დაწყებული ცეკვა - ზუგდიდელი მოცეკვავის პირადი ცხოვრება და ვიდეო, რომელიც ინტერნეტს იპყრობს

მოცეკვავე ანა

24 წლის ზუგდიდელი ანა ჩიქოვანი 11 წლიდან ცეკვავს. მის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულმა ქართული და ოსური ცეკვის ვიდეომ დიდი პოპულარობა მოუტანა.

როგორც თვითონ ამბობს, განსაკუთრებით პოპულარულია ქართული ცეკვის ვიდეო.

ახალგაზრდა ქორეოგრაფს მოსწავლეებიც ჰყავს. ცეკვას ასწავლის როგორც წალენჯიხაში, ასევე უკვე 1-ელი ნოემბრიდან ზუგდიდში.

„ძალიან მიხარია, რომ უკვე ნოემბრიდან ზუგდიდში ვიწყებ მუშაობას მოსწავლეებთან ზუგდიდის კულტირის განვითარების ცენტრში. პარალელურად წალენჯიხაშიც ვასწავლი 2018 წლიდან მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში.

ამით ვარ ბედნიერი, ცეკვა მანიჭებს უდიდეს სიამოვნებას. ოჯახიც ხელს მიწყობს. მყავს მეუღლე და 4 წლის ბიჭი გაბრიელი",- უთხრა ანამ „პრაიმტაიმს".

მოცეკვავე პროფესიის სირთულეზეც საუბრობს და ამბობს, რომ ყველა ბავშვს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. თუმცა, ამბობს, რომ ამ ყველაფერს უმკლავდება.

„ცეკვის გარდა ბავშვებს შრომის სიყვარულს, მეგობრონას და  დამსახურებულად იმის მიღებას ვასწავლი, რასაც იმსახურბს“,- ამბობს ანა.

ახალგაზრდა ქორეოგრაფი ცეკვას ბავშვობიდან ბაბუამ აზიარა.

„ომარ ჩიქოვანი ჩემი ბაბუა „აფხაზეთის" სახელმწიფო ანსამბლში ცეკვავდა. მისმა ცეკვისადმი სიყვარულმა ბავშვობიდან დიდი გავლენა იქონია ჩემზე. ბაბუა მასწავლიდა ცეკვის ანა-ბანას. მისი უდიდესი ღვაწლი და წვლილია იმაში, თუ დღეს მე წარმოვადგენ ქორეოგრაფს.",- ამბობს იგი.

ანა დიდხანს ფიქრობდა, დაედო თუ არა ვიდეოები სოციალურ ქსელში.

„როგორც იტყვიან, დიდი ფიქრის შემდგომ გადავდგი ეს ნაბიჯი, რადგან ქართული ცეკვა ურთულესია, ყველა იმ ცეკვებს შორის, რაც კი შემისრულებია",- გვითხრა მან.

ასევე ნახეთ: სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება ვიდეო, სადაც ულამაზესი ქალი ქართულის ცეკვას უნაკლოდ ასრულებს.