დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
2023 წლის აგვისტოდან დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ თავად აირჩიონ, რა რისკიანობის პორტფელში დაბანდდება მათი დანაზოგები. კერძოდ, თუ აქამდე მხოლოდ დაბალ რისკიანი საინვესტიციო პორტფელი არსებობდა, ახლა უკვე საშუალო და მაღალრისკიანიც დაემატება. ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ ისაუბრა.
„კანონში თავიდანვე იყო ეს ჩანაწერი. გაშვების დღიდან 5 წელი უნდა ყოფილიყო დაბალ რისკიანი და შემდეგ უნდა დავამატოთ საშუალო და მაღალრისკიანი პორტფელები. 6 აგვისტოს სწორედ ეს თარიღი დგება, ამის მერე ჩვენ უნდა გვქონდეს, დაბალი, საშუალო და მაღალრისკიანი პორტფელები. ამის მერე უკვე მონაწილეებს ექნებათ სრული არჩევანი. დღევანდელი კანონით მოხდება ავტომატური რებალანსირება, ანუ მონაწილეები ასაკობრივი ჯგუფიდან გამომდინარე, გადანაწილდებიან საინვესტიციო პორტფელებში და მერე მათ ექნებათ სრული დისკრეცია (უფლება), რომ აირჩიონ სხვა საინვესტიციო პორტფელი.
დღევანდელი კანონის ჩანაწერით, 40 წლამდე ასაკის მონაწილეები მოხვდებიან მაღალრისკიანი პორტფელში, 40-დან 50-წლამდე საშუალო რისკიანში, ხოლო 50 წელს ზევით მონაწილეები - ნაკლებად რისკიან პორტფელში (ანუ არსებულ საინვესტიციო პორტფელში, რომელიც გვაქვს). შემდეგ, უკვე მონაწილეებს ექნებათ გონივრული ვადა, რომ ან დარჩნენ არსებულ საინვესტიციო პორტფელში, სადაც მოხდა მათი გადანაწილება ასაკობრივი ზღვრიდან გამომდინარე, ან აირჩიონ სხვა საინვესტიციო პორტფელი. არჩევის შემდეგ, იქნება 12-თვიანი ვადა (ეს იქნება ჩაკეტილი პერიოდი), ამის შემდეგ შეგიძლია სხვა არჩევანი გააკეთო. ეს 12 -თვიანი ჩაკეტილი პერიოდი იმისთვის არის საჭირო, რომ ჩვენ აქეთა მხარემ, მონაწილეები გადავიყვანოთ სხვადასხვა საინვესტიციო პორტფელში და მათ სახელზე არსებული დანაზოგიც გადავანაწილოთ შესაბამის პორტფელებში. განაგრძეთ კითხვა
ასევე ნახეთ:
⇒ VIDEO: როგორ ლოცულობს პატარა ანნა - ჯანეტ ქერდიყოშვილი უსაყვარლესი შვილის ვიდეოს აქვეყნებს
⇒ VIDEO: წარმოუდგენელი თავგანწირვის კადრები - ბიჭი დახრჩობას გამვლელებმა ცოცხალი ჯაჭვით გადაარჩინეს
⇒ ამ დარღვევის გამო, პირს 500 და 1000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება - დეტალები
⇒ რა ლოცვა უნდა წაიკითხოთ პეტრე-პავლობის დღესასწაულზე - მას უდიდესი ძალა აქვს
⇒ VIDEO: „დააკვირდით კარგად! ე, მაგან გადაგვარჩინა ქართველები“ - ეს ვიდეო ინტერნეტს იპყრობს