„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღსრულების პროცესში კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოიკვეთა რიგი საკითხები, რომლებსაც მომხმარებლის უფლებების დაცვის დროული და ეფექტიანი აღსრულების მიზნით დაზუსტება სჭირდებოდა.
„კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად: დისტანციურად ან გარეთ შეძენის შემთხვევაში, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე, მომხმარებელს არ ექნება უფლება დააბრუნოს სპორტული ან კულტურული ღონისძიების ბილეთი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრე თავად განსაზღვრავს აღნიშნული ბილეთის დაბრუნების შესაძლებლობას, წესსა და პირობებს;
2. 2023 წლის პირველი აგვისტოდან მოვაჭრისგან ინფორმაციის მიუღებლობის ან არასრულად მიღების შემთხვევაში, სათანადო შეტყობინების შემდეგ, სააგენტო მოვაჭრეს ჯარიმას დააკისრებს. ჯარიმის ოდენობა შეადგენს 500 ლარს. ჯარიმის დაკისრებიდან ერთი წლის განმავლობაში იმავე ქმედების ჩადენის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა შეადგენს 1 000 ლარს;
3. განისაზღვრა: სააგენტოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვაჭრისადმი დასაკისრებელი ჯარიმის მინიმალური ოდენობა – 600 ლარი (მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-მდე მოცულობით)“, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მიღებული ცვლილებები შესაბამისობაშია ევროკავშირის სამართალთან და მიმართულია ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოებისკენ. კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი იყო საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი. სამუშაო პროცესში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები.
ასევე ნახეთ:
⇒ VIDEO: წარმოუდგენელი თავგანწირვის კადრები - ბიჭი დახრჩობას გამვლელებმა ცოცხალი ჯაჭვით გადაარჩინეს
⇒ „ნეტა იცოდე როგორი ამაყი ვარ შენნაირი შვილი რომ მყავდა...“ - დედის სულისშემძვრელი პოსტი
⇒ რა ლოცვა უნდა წაიკითხოთ პეტრე-პავლობის დღესასწაულზე - მას უდიდესი ძალა აქვს
⇒ VIDEO: „დააკვირდით კარგად! ე, მაგან გადაგვარჩინა ქართველები“ - ეს ვიდეო ინტერნეტს იპყრობს