„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლას შესაბამისი კომისიები დღეიდან დაიწყებენ. კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსწრაფესად აღდგენის საკითხები სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო თათბირზე განიხილეს.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს დატბორილ ეზოში სუფრასთან მსხდომი კაცები, რომლებიც იუმორით ცდილობენ დიდი პრობლემა „არ შეიმჩნიონ“. ვიდეოს რამაზ გიგაური ეხმიანება:
„დააკვირდით კარგად. წყალდიდობაა. ხომ კი?!
თავიდან მეგრული ენა შემოდის. მიდის, რაღაც, მიდის და უცბად ეგრევე მეგრული გამჭრიახობით: ყველა წყალწაღებულებს გაუმარჯოს!
აი, ეს სიტყვა არის მეგრული ჭადრაკის მსგავსი სვლა - დიდი ანდრია დადიანით რომ იწყება, გამოივლის ნონა გაფრინდაშვილს (დედით ხომ გრიგოლიაა) და აგერ, ჩვენი ლაშა ჯანჯღავათი დასრულდება. მხედრის „ჩანგალია“ რა - მეფეს ქიშ და თან ლაზიერს დაემუქრა.
ამას საქართველოს სხვა კუთხეში ვერ მოიფიქრებენ და როგორც ჩვენი საყვარელი ზახარიჩი იტყოდა: „ნი ნადა რა“.
P. S. კიდევ ერთი, ეს სუფრა არ არის „გრუზინული“ სუფრა, რომ გაშიშვლდებიან და ერთმანეთს ღრძილებში ჰკოცნიან.
ეს არის წმინდა წყლის ქართული, ოღონდ მეგრული მენტალური სივრცეა შიგნით. ინდურ სისტემაში ეს არის ბუდჰი - გონების ყველაზე ზედა სივრცე. აი, ეგ!
ე მაგან გადაგვარჩინა ქართველები. ეს არ არის არხეინობა, ეს არის პრობლემის „დაპატარება“ და იმის გააზრება, რომ „მე უფრო დიდი ვარ. უფრო დიდი, ვიდრე ჩემი პრობლემა“.
ასევე ნახეთ:
⇒ VIDEO: წარმოუდგენელი თავგანწირვის კადრები - ბიჭი დახრჩობას გამვლელებმა ცოცხალი ჯაჭვით გადაარჩინეს
⇒ „ნეტა იცოდე როგორი ამაყი ვარ შენნაირი შვილი რომ მყავდა...“ - დედის სულისშემძვრელი პოსტი
⇒ რა ლოცვა უნდა წაიკითხოთ პეტრე-პავლობის დღესასწაულზე - მას უდიდესი ძალა აქვს
⇒ ამ დარღვევის გამო, პირს 500 და 1000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება - დეტალები