ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
2023 წლის აგვისტოდან დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ თავად აირჩიონ, რა რისკიანობის პორტფელში დაბანდდება მათი დანაზოგები. კერძოდ, თუ აქამდე მხოლოდ დაბალ რისკიანი საინვესტიციო პორტფელი არსებობდა, ახლა უკვე საშუალო და მაღალრისკიანიც დაემატება. ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ ისაუბრა.
„კანონში თავიდანვე იყო ეს ჩანაწერი. გაშვების დღიდან 5 წელი უნდა ყოფილიყო დაბალ რისკიანი და შემდეგ უნდა დავამატოთ საშუალო და მაღალრისკიანი პორტფელები. 6 აგვისტოს სწორედ ეს თარიღი დგება, ამის მერე ჩვენ უნდა გვქონდეს, დაბალი, საშუალო და მაღალრისკიანი პორტფელები. ამის მერე უკვე მონაწილეებს ექნებათ სრული არჩევანი. დღევანდელი კანონით მოხდება ავტომატური რებალანსირება, ანუ მონაწილეები ასაკობრივი ჯგუფიდან გამომდინარე, გადანაწილდებიან საინვესტიციო პორტფელებში და მერე მათ ექნებათ სრული დისკრეცია (უფლება), რომ აირჩიონ სხვა საინვესტიციო პორტფელი.
დღევანდელი კანონის ჩანაწერით, 40 წლამდე ასაკის მონაწილეები მოხვდებიან მაღალრისკიანი პორტფელში, 40-დან 50-წლამდე საშუალო რისკიანში, ხოლო 50 წელს ზევით მონაწილეები - ნაკლებად რისკიან პორტფელში (ანუ არსებულ საინვესტიციო პორტფელში, რომელიც გვაქვს). შემდეგ, უკვე მონაწილეებს ექნებათ გონივრული ვადა, რომ ან დარჩნენ არსებულ საინვესტიციო პორტფელში, სადაც მოხდა მათი გადანაწილება ასაკობრივი ზღვრიდან გამომდინარე, ან აირჩიონ სხვა საინვესტიციო პორტფელი. არჩევის შემდეგ, იქნება 12-თვიანი ვადა (ეს იქნება ჩაკეტილი პერიოდი), ამის შემდეგ შეგიძლია სხვა არჩევანი გააკეთო. ეს 12 -თვიანი ჩაკეტილი პერიოდი იმისთვის არის საჭირო, რომ ჩვენ აქეთა მხარემ, მონაწილეები გადავიყვანოთ სხვადასხვა საინვესტიციო პორტფელში და მათ სახელზე არსებული დანაზოგიც გადავანაწილოთ შესაბამის პორტფელებში.
რაც შეეხება ძირითად განსხვავებებს, ნაკლებად რისკიანი საინვესტიციო პორტფელი მოიაზრებს შედარებით ნაკლებ ინვესტიციებს გლობალურ აქციებში, საშუალო და მაღალ რისკიანი საინვესტიციო პორტფელები მოიაზრებს, უფრო მეტ ინვესტიციებს. აქციები თავის თავში არის უფრო რისკიანი საინვესტიციო ინსტრუმენტი, ის ფასში უფრო მეტად მოძრაობს და გრძელვადიანად უფრო მეტი მოგების პერსპექტივა აქვს, მაგრამ კონკრეტულ პერიოდში შეიძლება მნიშვნელოვანი ფასის ცვალებადობა განიცადოს. მაგალითად, საშუალო რისკიან პორტფელში, აქციების ალოკაცია არის 40%-მდე, მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელში მინიმუმ 40%, მაქსიმუმ 60%-მდე. ნაკლებად რისკიანში ეს არის მხოლოდ 20%“,- განაცხადა გოგა მელიქიძემ.
ვის ჩაერიცხება დაგროვებითი პენსიის სრული თანხა ერთიანად ანგარიშზე და ხართ თუ არა იმ პირთა ჩამონათვალში, ვინც ამ უფლებით ისარგებლებს - ამ კითხვაზე პასუხს საპენსიო სააგენტო აქვეყნებს.
დაგროვებითი პენსია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირისათვის
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი საპენსიო სქემაში ერთვება და ზოგავს თანხას სასურველ ვადამდე. მას შემდეგ, როცა გადაწყვეტს თანხით სარგებლობას, მას შეუძლია ერთიანად გაიტანოს თანხა დაქვითვის გარეშე. თუმცა ამ შემთხვევაში სქემაში უკან დაბრუნების უფლებას კარგავს, რადგან კანონის თანახმად, მან უკვე ისარგებლა დაგროვებითი პენსიით. ამდენად, მნიშვნელოვანია რომ შშმ პირმა ნაჩქარევად არ მიიღოს გადაწყვეტილება... სრულად