ბიძინა ივანიშვილი Julius Baer-ს სასამართლოში უჩივის
1737360741
კანადა ემიგრანტებისთვის ფართო კარს აღებს - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
2022-2024 წლებში ქვეყანაში 1.5-მდე იმიგრანტი შევა და მათ დიდ ნაწილს სახელმწიფო ეკონომიკური იმიგრანტის სტატუსს მიანიჭებს.
"კანადა ემიგრაციას თავისი სამუშაო ძალის გასაზრდელად იყენებს. დასახული აქვს ამბიციური გეგმა - მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ქვეყანაში 1.3 მილიონზე მეტი ახალბედა ემიგრანტი შეიყვანოს.
პრემიერმინისტრ ჯასტინ ტრუდოს მთავრობა მიზნად ისახავს 2022 წელს, 431,000-ზე მეტი მუდმივი მცხოვრები ქვეყანაში შევიდეს. 2023 წელს - 447,000 და 2024 წელს - 451,000 ემიგრანტი.
"ემიგრაციამ კანადას ხელი შეუწყო იმგვარ ჩამოყალიბებაში, როგორსაც ის დღეს წარმოადგენს. ორიენტირებული ვართ ეკონომიკის აღდგენასა და იმიგრაცია არის აქამდე მისვლის გასაღები." - თქვა იმიგრაციის მინისტრმა შონ ფრეიზერმა .
იმიგრაცია იყო კანადის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა და ქვეყანაში განაპირობებს დასაქმების ზრდას.
გასულ წელს, კანადამ 405 000-ზე მეტი იმიგრანტი მიიღო, რაც ყველაზე დიდი ზრდაა მის ისტორიაში.
გეგმის მიხედვით, კანადაში ჩასული ადამიანების თითქმის 60%-ს ეკონომიკური იმიგრანტის კვალიფიკაცია მიენიჭება, შერჩევა მათი უნარებისა და სამუშაო გამოცდილების საფუძველზე მოხდება." - წერს გამოცემა.