როგორ აისახა 4-დღიანი სამუშაო კვირა დასაქმებულებისთვის

4 სამუშო დღე

რაც უფრო მეტი თანამშრომელი ბრუნდება ოფისებში, ბევრი კომპანია ეძებს მუშაობის ახალ გზებს პროდუქტიულობის, სამუშაო-ცხოვრების ბალანსი და ბედნიერების გასაუმჯობესებლად.

IGO4-ი ციფრული დაზღვევის კომპანიაა, რომლის ყველა თანამშრომელი ახლა კვირაში ოთხი დღე მუშაობს. სანაცვლოდ კი კომპანია თანამშრომლებს სთხოვს, რომ ყოველ სამუშაო დღეს იმუშაონ ერთი საათით მეტი, იმისათვის, რომ მიიღონ დამატებითი სამუშაო დღე და ეს მათ ანაზღაურებაზე არ აისახოს. 

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი კი 4-დღიანი სამუშაო კვირაზე გადასვლას ასე აფასებს:

„დაბრუნება ძველ სამუშაო გრაფიკზე არ არის სწორი. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გამოგვეყენებინა „კოვიდ -19-ის“ გამოცდილებიდან დადებითი მხარეები და შეგვექმნა ახალი გარემო, რომელიც ცვლილებებს მოახდენდა ადამიანის კეთილდღეობაზე.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათგან მეტს მივიღებთ და გავაუმჯობესებთ სამუშაო-ცხოვრების ბალანსს“.