"იმ ადამიანს სჭირდება ჩვენი დახმარება, ვინც ჩვენ სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე ზრუნავს..." - რა შეემთხვა მედმუშაკს

GOGO

"იმ ადამიანს სჭირდება ჩვენი დახმარება, ვინც ჩვენ სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე ზრუნავს" - ამ ინიციატივით სოციალურ ქსელში გვერდი "ყორანი" გამოდის, რომელიც ახალგაზრდა ქალისთვის საჭირო ოპერაციის თანხის შესაგროვებლად მობილიზაციას აცხადებს.

"პრაიმტაიმი" გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"იმ ადამიანს სჭირდება ჩვენი დახმარება, ვინც ჩვენ სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე ზრუნავს.

ეს გოგონა ანა გორგაძეა, მისი დიაგნოზი თანდაყოლილი მენჯ-ბარძაყის ამოვარდაა. დაუნიშნეს ოპერაცია, ოპერაციის ღირებულება 10 000 ლარს შეადგენს, ანა ელოდება დაფინანსებასაც, მაგრამ პასუხი ჯერ არსად არ ჩანს.

არც გვაქვს იმის იმედი რომ მთლიანად დაუფინანსებენ ოპერაციას, ამიტომ ვაგროვებთ თანხას ანას ოპერაციისთვის.

საფუძველი ხომ უნდა ჩავუყაროთ და დავიწყოთ ეს საქმე?

ამ გოგონას აუცილებლად უნდა დავეხმაროთ, რადგან შემდეგ მან ჩვენი დახმარება შეძლოს.

იცით? თქვენც რომ იცნობდეთ, მიხვდებით თუ როგორ უყვარს ანას თავისის საქმე.

ვისაც რისი საშუალება გვაქვს, ანასთვის ერთი ლარიც კი მნიშვნელოვანია..." - წერს გვერდი.

თანხის ჩარიცხვა შეგიძლია ანგარიშებზე:

დანიშნულებით #ანასთვის

თბს-მიმღები იმედა სულაბერიძე

#GE54TB7011845064300030

საქ- მიმღები იმედა სულაბერიძე

#GE86BG0000000010674500GEL

უცხოეთის ნებისმიერი ქვეყნიდან ჩარიცხვა Paypal : imeda.sulaberidze@ciu.edu.ge