ზოი კრავიცი და ჩენინგ ტატუმი ერთმანეთს დაშორდნენ - მედია

ზოი კრავიცი და ჩენინგ ტატუმი

როგორც საერთაშორისო პრესა იუწყება, ჩენინგ ტატუმი და ზოი კრავიცი ერთმანეთს დაშორდნენ. მათი დაშორების შესახებ ცნობები პირველად ჟურნალმა People-მა გაავრცელა. როგორც მედიაგამოცემამ მიუთითა, ეს ამბავი რედაქციას სხვადასხვა წყარომ დაუდასტურა.

ჩენინგ ტატუმმა და ზოი კრავიცმა ურთიერთობა 2021 წელს დაიწყეს. როგორც წყვილი, ისინი Met Gala-ს ერთად დაესწრნენ. 2023 წელს კრავიცმა და ტატუმმა ნიშნობის შესახებ განაცხადეს. 2024 წლის ზაფხულში მსოფლიო კინოთეატრების ეკრანებზე გამოვიდა კრავიცის სადებიუტო სარეჟისორო ნამუშევარი – Blink Twice, რომელშიც მთავარ როლს სწორედ ჩენინგ ტატუმი ასრულებს. ფილმის პრეს ტურის და საპრემიერო ჩვენებების ფარგლებში წყვილი წითელ ხალიჩაზე ერთად ჩნდებოდა.

დაშორებაზე კომენტარი ზოი კრავიცს და ჩენინგ ტატუმს ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.