ჯარიმა 3000 ლარამდე იზრდება - ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება
1730231664
მინდა, მოსახლეობას მივულოცო საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულება. არჩევნებმა ჩაიარა მშვიდ ვითარებაში, ყველა პოლიტიკური პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა, ეწარმოებინა საარჩევნო კამპანია. მთავარია, რომ არჩევნები ჩატარდა სტაბილურ და დემოკრატიულ გარემოში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და მშვიდ გარემოში.
„ჩვენ მოვისმინეთ ეუთო/ოდირის შეფასებაც, რომელთაც თქვეს, რომ არჩევნები იყო კონკურენტული. ჩვენი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, მილიონ 120 ათასმა ამომრჩეველმა არჩევანი გააკეთა ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე, სიმშვიდეზე და წინსვლაზე. ნდობა გამოუცხადა „ქართულ ოცნებას“ . მადლობა ყველას უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის. ჩვენი გუნდი გაატარებს ისეთ პოლიტიკას, სადაც დაცული იქნება ქვეყნის ეროვნული ინტერესი. 2012 წლის შემდეგ ასეთი მხარდაჭერა მე არ მახსოვს. მთელი კამპანიის განმავლობაში ვგრძნობდით ამ მხარდაჭერას. ეს მხარდაჭერა არის გარანტი იმისა, რომ დავძლევთ ყველა გამოწვევას, გაგრძელდება ეკონომიკური განვითარება, გადაიდგმება ნაბიჯები ქვეყნის გაერთიანებისკენ და შესრულდება ყველა ვალდებულება ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა კალაძემ.