პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და სამართლიანობის აღქმა 2018 წლიდან მკვეთრად გაუარესდა, - ნათქვამია მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის სპეციალურ ანგარიშში - „კანონის უზენაესობა შეერთებულ შტატებში და 2024 წლის არჩევნები“.
შეერთებული შტატების მოსახლეობის გამოკითხვაზე დაფუძნებული ანგარიში განიხილავს კანონის უზენაესობის პრობლემებს, რომელიც ამერიკაში ბოლო წლების განმავლობაში განვითარდა და სისტემის მიმართ მოსახლეობის უნდობლობაში გამოიხატება.
აქვე ნათქვამია, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 47% მიიჩნევს, რომ მოსამართლეები საქმეებს დამოუკიდებლად წყვეტენ.
„მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და სამართლიანობის აღქმა 2018 წლიდან მკვეთრად გაუარესდა. (გვ.16) რესპონდენტთა პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც აღიქვამს მართლმსაჯულების სისტემას სამართლიანად და დამოუკიდებლად, რჩება 2018 წლამდე მაჩვენებლის ქვემოთ. (გვ.16)
გამოკითხულთა წილი რომლებიც თვლიან, რომ მოსამართლეები საქმეებს დამოუკიდებლად წყვეტენ მხოლოდ 47%-ს შეადგენს, (რაც ამ გამოკითხვის ახალი ისტორიული მინიმუმია), მაშინ როცა 2018 წელს 65%-ი იყო დარწმუნებული მოსამართლეთა დამოუკიდებლობაში.
რესპონდენტთა წილი რომლებიც მიიჩნევენ რომ მოსამართლეები არ არიან მიუკერძოებლები ფულისა და გავლენების მიმართ, მხოლოდ 31%-ს შეადგენს, მაშინ როცა 2018 წელს 38%-ს მაინც ჰქონდა ნდობა კეთილსინდისიერების ამ მაჩვენებლის მიმართ”, - აღნიშნულია ანგარიშში.
აქვე მოყვანილია პროკურორების დამოუკიდებლობის აღქმის მონაცემიც.
„2018 წლიდან შემცირებულია პროკურორთა დამოუკიდებლობის აღქმაც. გამოკითხულთა წილი რომლებიც თვლიან, რომ პროკურორები საქმეებს დამოუკიდებლად აწარმოებენ, მხოლოდ 45%-ს შეადგენს, მაშინ როცა 2018 წელს 60% დარწმუნებული იყო მათ დამოუკიდებლობაში. (გვ.16)”, - წერია დოკუმენტში.