VIDEO: „ვიპოვე ადამიანი, რომელმაც ყველაზე ბედნიერი გამხადა“ - ჯენიფერ ლოპესი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს

ჯეილო

„მეგობრებო გამომივიდა! ვიპოვე ადამიანი, რომელმაც ყველაზე ბედნიერი გამხადა ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ“ - ჯეი ლო სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე ბენ აფლეკთან ერთად ვიდეოს აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის რომანმა 2000-იანი წლების დასაწყისში მხოლოდ ორი წელი გაძლო. წყვილი იმდენად პოპულარული იყო, რომ საყვარელი სახელი „ბენიფერი“ მოიგონეს. ასეთი პატივი მხოლოდ საკულტო ჰოლივუდის წყვილებს თუ მიენიჭათ, მაგალითად, ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი, უფრო ცნობილი როგორც „ბრანჯელინა“.

17 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ლოპესმა და აფლეკმა ურთიერთობა შეწყვიტეს. შემდეგ კი მედია სივრცე აფეთქდა სიახლეებით, მათი გაერთიანების შესახებ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გმირები დუმდნენ, მაგრამ თავის დაბადების დღეს ჯენიფერმა ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია ბენთან ერთობლივი რომანტიკული ფოტოს ინსტაგრამზე გამოქვეყნებით. 

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by 🌹 BenAffleck & JenniferLopez🌹 (@jlopezbenaffleck)