Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს
1781185313
უილემ დეფო და მაიკლ დუგლასი რეჟისორ ოლივერ სტოუნის ახალ ფილმში ითამაშებენ.
სურათი სახელწოდებით „თეთრი ტყუილები“ ფრიმანების ოჯახის სამი თაობის შესახებ მოგვითხრობს. ჯეკი ღრმა კრიზისშია, რადგან აცნობიერებს, რომ საკუთარ ქორწინებაში დედ-მამის შეცდომებს იმეორებს. ყველაფერი იცვლება, როდესაც ის ხვდება ქალს, რომელიც აბსოლუტურად საპირისპირო ცხოვრების წესით ცხოვრობს.
ფილმში ასევე ითამაშებენ ელენ ბარკინი, ჰომერ გირი, ჯოშ ჰარტნეტი და ლეილა ჯორჯი. გადაღებები უკვე დაიწყო, თუმცა სურათის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.